avto servisi

ფედერაციის წევრები ისარგებლებენ ავტოსერვისზე ფასდაკლებებით!

fasdakleba

ტურისტული ინვენტარის შეძენა ფასდაკლებით პარტნიორ მაღაზიებში

dazRveva

ფედერაციის წევრებს ექნებათ უფლება ისარგებლონ კორპორატიული დაზღვევით!

partnioroba

ფედერაციის წევრები მიიღებენ ექსკლუზიურ პირობებს მარშრუტის შერჩევისას

specialuri SeTavazebebi federaciisgan

aqtivobebi da mimarTulebebi

qaravaningi rukaze

jipturi saqarTveloSi

velosipediT mogzauroba

korporatiuli turi

laSqroba fexiT

saqarTvrlos avto moto turizmis federaciis oficialuri feisbuq gverdi m o i w o n e T !

საურთიერთო  მიზნები

საქართველოს ავტო მოტო ტურიზმის ფედერაცია არაკომერციული საზოგადოება (სამტფ), მოწოდებულია გააერთიანოს  ამგვარი ტურიზმის პროფესიონალები, მოყვარულები და მესვეურები.

ჩვენი ფედერაციის გუნდი გთავაზობთ შემეცნებით, სპორტულ – ტურისტულ სახალისო, მონატრებულ სეირნობებსა და სხვადასხვა საშულებებით მოგზაურობას, ჩვენს უგზოუკლოდ ლამაზ ქვეყანაში.

როგორც ჩვენ ხშირად, სევდიანად ვამბობთ, რომ ჩვენი საოცნებო ქვეყანა ერთი მუჭაა, მას ფეხით მაინც ვერ შემოივლი. ჩვენ გთავაზობთ ე. წ. მოტორიზებულ, სხვადასხვა სახეობის ავტომობილებით, მოტოციკლებით, კვადროციკლით, პარაპლანით, კატერით, მიმზიდველ, სამახსოვრო ტურებს, ასევე, ნავით, ველოსიპედით, ცხენით და ფეხით მოგზაურობას, ე. ი.  შერეულ „მიქს“ ტურებს!

გადავარჩინოთ ჩვენი, დაჟანგვისათვის განწირული ავტომობილები და შეუდგეთ საქმეს, ანუ გადავიარ-გადმოვიაროთ ჩვენი უკიდეგანო, დაუსრულებლად ლამაზი, ყველასთვის საოცნებო, მთაგორიან-დაბლობიან- უდაბნოიანი ქვეყანა. ამის საფუძველს იძლევა ჩვენს მირ შემოთავაზებული სათავგადასავლო-დასასვენებელი, ისტორიულ-კულტურული, სპორტულ-ტურისტული ავტო-მოტო რალები და გადარბენები, ბუნების დაუვიწყარ, უმშვენიერეს, სხვებისათვის მიუდგომელ დესტინაციებში.

იმეგობრეთ ჩვენთან! გახდით ჩვენი ავტო-მოტო  ტურიზმის ფედერაციის (სამტფ) წევრები!

აქ თქვენ შეუზღუდავად შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი ორგანიზებულობა, სურვილები, იდეები, შემოქმედებითი ინციატივები, სიახლეები,  აქტიობები. მოგეცემათ საკუთარი ინივაციური აზრის რეალიზების, დანერგვის, გამოქვეყნების შეუფერხებელი საშუალებები.

იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, სანუკვარი სიცოცხლე გრძელდებააა!!!

ხო მართლა, ფედერაციის წევრებს შეუძლიათ დაიმსახურონ ბონუსები, შეღავათები, სხვადასხვა მოულოდნელი სურპრიზები…  დიახ! 

გელოდებით!!!